ლევან სუთიძე: თქვენ ყველას გგონიათ, რომ ვინმე მეფედ მოიაზრებს მარცხნივ რომ მუხრანელი ბაგრატიონი დგას იმას, სინამდვილეში კი მარჯვნივ რომ ბავშვი დგას, ყველა მაგას მოიაზრებს და …

ლევან სუთიძე, ტაბულას მთავარი რედაქტორი:
ჯანდაბას, ახლა ბაგრატიონებზეც გეტყვით ორიოდ სიტვას 🤣🤣🤣
თქვენ ყველას გგონიათ, რომ ვინმე მეფედ მოიაზრებს მარცხნივ რომ მუხრანელი ბაგრატიონი დგას იმას, სინამდვილეში კი მარჯვნივ რომ ბავშვი დგას, ყველა მაგას მოიაზრებს და თან, არა მამის, არამედ დედის, ანა ბაგრარიონ-გრუზინსკის ხაზით.
გაიცანით უფლისწული გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი 👑
ეს ბავშვი რომ გაჩნდა არის მთლიანად წინა პატრიარქის ობსესია. სელექციის გზით გამოიყვანა ბაგრატოვანთა ორი შტოს დაჯვარებით, რომ შემდეგ ტახტზე პრეტენზიები არ ყოფილიყო. მუხრანელები მეც არაფრის მემკვიდრეები არ მგონიან, მაგრამ ესპანეთში ესენი აღიარეს და ნუ, მოკლედ – მოგვარება იყო საჭირო.
ხოდა ეს ბავშვი ულაპარაკო მემკვიდრეა ბაგრატიონების. არ ვხუმრობ, მონარქია რომ მართლა აღვადგინოთ, მეფე ეს უნდა იყოს და თუ დაძალებაა მეც ამას დავუჭერდი მხარს🤣🤣
მაგრამ თავად ბაგრატიონებში ეს ასე არ დალაგდა: გიორგი რომ გაჩნდა, ბაბუამ, ნუგზარ გრუზინსკიმ თქვა, ჩემი ხაზით გადავა მემკვიდრეობაო. მუხრანელებმა არაო – ჩვენითო. ნუგზარმა მაშინ ჩემი ანას უფროს გოგოს გამივაცხადებ მემკვიდრეთო და მოკლედ. ისე შეჭამეს ტვინი, პატრიარქი დაიღალა და მონარქია აღარ უხსენებია.
მეუფე იობს კი ახსოვს პატრიარქის ეს ძველისძველი გასართობი, რომელზეც წინასწარმეტყველებას აშენებს და სამომავლო ტახტის ლეგიტიმაციისთვის ჰგონია შესანიშნავი რამ.
სერიოზულად – მეფე რომ ვინმეს გვახსოვდეს ამ ქვეყანაში, როგორც ესპანელებს ახსოვდათ რეკონსტრუქციისას, მეც მივემხრობოდი კონსტიტუციურ მონარქიას, მაგრამ ახლა ეს არის ტროცკისტული ინჟინერია და ჩვენი რესპუბლიკური ტრადიციების შეურაცხყოფა.
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, რომელსაც მე კარგ ადამიანად ვიცნობ, პატრიარქივით სწრაფად უნდა დაივიწყოს ეს გატაცება
ცნობისათვის, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას განაცხადა:

ვალდებული ვართ ვილოცოთ მომავალი პატრიარქის არჩევისთვის და როგორც იქნება ღვთის ნება, როგორც ღვთისათვის სასურველი იქნება დაე ასე იყოს! აქ ჩვენ მიკერძოებულად ვიღაცისთვის არ უნდა ვილოცოთ, ვილოცოთ ზოგადად რომ ღმერთმა გამოაჩინოს ის, ვინც საქართველოს გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან, ვინც იზრუნებს ჩვენი ხალხის სულიერ ერთობასა და გაბრწყინებაზე!

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი