“თქვენ იმას დაელოდეთ, ბიძინა რა დასკვნებს გამოიტანს ორბანის მარცხიდან ახლა და…  მეცხრამეტე წრეზე რომ დაიჭერს ყველას…” –

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ–ერთი ლიდერი,:
იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს (რაც საშური საქმეა, ნამდვილად), მაგრამ თან იმასაც ამატებს (და რეალურად ამის სათქმელად წერს), რომ ლამის ჩვენ ვიგონებთ და “ვბერავთ” რეპრესიების მასშტაბებს:
თქვენ იმას დაელოდეთ, ბიძინა რა დასკვნებს გამოიტანს ორბანის მარცხიდან ახლა და უტყუარად როგორ გადაწყვეტს, რომ ზედმეტ დემოკრატიას გაეთამაშა და მაგიტომ წააგო. ის რომ არ ვთქვათ, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების მისთვის სრულიად წარმოუდგენელი აქტის გამო მთლად დიფსთეითის აგენტად მონათლავს მისი მოძალადე და პოლიტიკის და სუპერმინიმალური დემოკრატიის უარმყოფელი ტვინით.
დაელოდეთ, და მეცხრამეტე წრეზე რომ დაიჭერს ყველას, ვინც რამის გამკეთებელი გონია და თქვენ რომ მეცხრამეტე წრეზე ისევ მარტო იქნებით გარეთ, მაგ მეცხრამეტე გამოცდილება მაინც შეავსეთ რეალური საქმით და არა ისევ იმათი კრიტიკით, ვინც ციხეში იქნება ან გარეთ დღენიადაგ დანის პირზე ივლის. ნუ დარჩებით ისევ ამაყ კომენტატორებად
Ps და მთლად “პოლიტიკური აუტისტები” მაინც ნუ ილაპარაკებთ ყველასთვის ხელის ჩამორთმევაზე და ხალხთან შეხვედრებზე, ვინმე ცინიკოსმა ძაან აბუჩად არ აგიგდოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ხორგუანი – კობახიძე კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! – წარმოდგენილი კანონპროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს

გიგი წერეთელი – რუსეთის ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ სიჩუმე გვეუბნება იმას, რომ საქართველო, პრაქტიკულად, კაპიტულანტურ პოზიციაშია, გერმანიის ახალ ელჩთან კი, რომელიც პეტერ ფიშერის შემდეგ ჩამოვა, არაფერი შეიცვლება – ეს არის სისულელე