სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
1 მილიარდის ჯარიმები აპატიეს ენერგეტიკულ კომპანიებს, მაგრამ ისედაც გაჭირვებულ ხალხს დენის გადასახადი 33%-ით გაუძვირეს.
მდიდრებს, რომლებიც შემდეგ ისევ პარტიას აფინანსებენ ყველაფერი ეპატიება. თუმცა უსამართლობისა და ჩაგვრის გაპროტესტება ციხით ისჯება.
ამ 1 მილიარდით, შემწეობის მიმღებ ბავშვებს (244 110) თვეში 340 ლარით გაეზრდებოდათ დახმარება და მართლა ოცნებებს აისრულებდნენ ალბათ.
ამ თანხით, დიუშენის გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვებისთვის წამლების შეძენა მოხდებოდა და სიცოცხლე გაუხანგრძლივდებოდათ.
მაგრამ რეჟიმის ბუნება ასეთია:
მდიდრებს კიდევ უფრო ამდიდრებს, ღარიბებს კიდევ უფრო აღარიბებს. ხოლო, გაჭირვებით გათანგული ხალხი გადარჩენისთვის იბრძვის და ვერ ერთიანდება მძარცველის წინააღმდეგ.




