“ამ მოხუცების ბედს ის ხალხი წყვეტს, ვინც დაცვის გარეშე ვერ გაივლის იქ, სადაც ეს მოხუცები ხან ლიმონს ყიდიან, ხან ხელსახოცს” – სალომე სიმონია

29
სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია, აქვეყნებს ფოტოკოლაჟს და წერს:
ქვეყანაში 105,160 პენსიონერი სოციალურად დაუცველია და პენსიაზე 30-დან 60 ლარამდე ემატებათ.
ბოლო კვლევით, პენსიის ოდენობა ადამიანისთვის საჭირო მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს.
ამიტომ 276,000 მოხუცს საპენსიო სესხი აქვს აღებული და მათთვის ჩარიცხული კაპიკები ისევ ბანკს მიაქვს.
ურთულესი პერიოდი და ცხოვრება აქვთ გამოვლილი ჩვენს ბებია-ბაბუებს, მაგრამ მთავრობა მათთვის ღირსეულ სიბერეს ვერ და არ უზრუნველყოფს.
სამაგიეროდ, უზრუნველყოფილია, ისედაც მილიონერი ჩინოვნიკების ხელფასის ყოველწლიური მატება.
ამ მოხუცებს 33 მილიონერი დეპუტატი წარმოადგენს პარლამენტში და 7 მილიონერი მინისტრი მთავრობაში.
ისინი, ვინც მილიონობით ლარს აპროცენტებენ, ფლობენ ნახევარი მილიონის ღირებულების მანქანებს;
ფლობენ ცეცხლსასროლ იარაღებს, ფერწერულ ტილოებს, უძვირეს მაჯის საათებს, სამკაულებსა და ჩანთებს;
სამოგზაუროდ, სამკურნალოდ და ქორწილების გადასახდელად ევროპასა და ამერიკაში დადიან. შვილებს იქ ასწავლიან და აცხოვრებენ.
ამ მოხუცების ბედს ის ხალხი წყვეტს, ვინც დაცვის გარეშე ვერ გაივლის ისეთ ადგილებში, სადაც ეს მოხუცები ხან ლიმონს ყიდიან, ხან ხელსახოცს, უმეტესად დახმარებას ითხოვენ და ასე ირჩენენ ხოლმე თავს.
ჩვენს ბებია-ბაბუებს ეს ნამდვილად არ დაუმსახურებიათ! ეს უნდა შეიცვალოს!

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?