მეუფე სტეფანე: მე თავიდანვე ვამბობ, რომ მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. […] მე ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს

“მე თავიდანვე ვამბობ, რომ მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. […] მე ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია, არ მჭირდება არავისთან ინტერვიუები, ეს უკვე ნათქვამი მაქვს და არავისთან არ გავცემ ამაზე […] არასწორი აჟიოტაჟი უკვე დაიწყო და ვფიქრობ, რომ მირჩევნია თავიდანვე… მე უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი.
9 წელია მეუფე შიო ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით. და მე ვიცი, როგორი ურთიერთობა მქონდა მასთან და ვიცი, როგორ წყვეტდა უწმინდესი საკითხებს მეუფე შიოს მეშვეობით. მეუფე შიოს თვითნებურად არაფერი არ გაუკეთებია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის იქნებოდა პრობლემა, უწმინდესის სიტყვის საწინააღმდეგოდ რამე რომ გაეკეთებინა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. დანარჩენი მე მორჩილი ვარ , მე ვხედავ მის ერთგულებას, მე ვხედავ მის უწმინდესისადმი ყველანაირ გამოხატულ სიყვარულს და რა თქმა უნდა, მე არც ერთ შემთხვევაში არ ვუშვებ სხვა ვარიანტს ჩემს გადაწყვეტილებაში”. – თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში