დავით ქართველიშვილი: უწმინდესის პირადი დაცვის ბიჭების მიერ მასთან დამშვიდობებაზე ორმაგ ემოციურ ტალღაში მოვყევი, პროფესიულ და ადამიანურში

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის დაკრძალვის ერთ-ერთ ემოციურ ეპიზოდს აღწერს, როცა უწმინდესს მისი პირადი დაცვის წევრები გამოემშვიდობნენ. ემოციური სცენის აღწერის პარალელურად, დავით ქართველიშვილმა საეკლესიო მემატიანის მიერ ჩვენამდე მოსული ერთი ცნობაც ახსნა, რომელიც დავით აღმაშენებლისა და სავარაუდოდ მისი დაცვის წევრებს უკავშირდება.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შვიდი წელი ვიმუშავე – სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესის პირადი დაცვის ბიჭების მიერ მასთან დამშვიდობებაზე ორმაგ ემოციურ ტალღაში მოვყევი, პროფესიულ და ადამიანურში. ბევრისთვის ალბათ უცნობ ამბავს მოვყვები. წმ. შიო მღვიმელის მონასტერში, მთავარი, ყველაზე დიდი ტაძარი – ღვთისმშობლის მიძინების, წმ. დავით აღმაშენებლის აშენებულია. როდესაც მოხვდებით შიგნით, სახით საკურთხეველთან დადექით, და ხელმარჯვნივ კუთხეში, სამი საფლავია. საუკუნეებმა წარწერები წაგვიშალა, თუმცა არც ის ვიცით, ჰქონდათ თუ არა საერთოდ. სამაგიეროდ, საეკლესიო მემატიანემ შეგვინარჩუნა მათი ვინაობა – წმ. დავით მეფის პირადი დაცვის წევრებია დასვენებული. ეტყობა ერთ-ერთი ბრძოლის დროს გადაეფარა სამივე თავის საყვარელ „დასაცავ პირს”, ხოლო წმინდა დავითმა ასეთი პატივი მიაგო მათ ნეშტებს – უშუალოდ საკურთხევლის წინ მიაბრძანა წმინდა მიწას,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი