გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის – სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! ყოჩაღ „ოცნებას” – მაგრად დაგილაგებიათ! – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა გიგა ფარულავამ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, „ოცნება“ ოფიციალურად, უკვე ეუთოს მიერ შეფასდა ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის, ძალადობის, დაშინების, გაყალბების, უსამართლობის, განსხვავებული აზრის დევნის, შურისძიებისა და ჩაგვრის ავტორად.

„2022 წელი – ; 2023 წელი – ბელარუსი; 2026 წელი – საქართველო – ეს არის ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების წლები და ქვეყნები. ყოჩაღ „ქართულ ოცნებას“! მაგრად დაგილაგებიათ ყველაფერი… გუშინ გამოქვეყნდა ეუთო-ს საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა, რომლითაც „ოცნება“ ოფიციალურად, უკვე ეუთოს მიერ შეფასდა ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის, ძალადობის, დაშინების, გაყალბების, უსამართლობის, განსხვავებული აზრის დევნის, შურისძიებისა და ჩაგვრის ავტორად. მათ შორის დასკვნაში დადასტურებულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური დევნა და შურისძიების მოტივით მასზე ფიზიკური თავდასხმა. რითაც არ უნდა იმართლონ თავი, რამდენადაც არ უნდა სცადონ პროპაგანდით ამ დასკვნის გაუფასურება, როგორც არ უნდა ამშვიდონ ერთმანეთი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც „ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ პროპაგანდისტს, მთელი ცხოვრება პერსონალურ პასუხისმგებლობად გაჰყვება.

ეს დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის – სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს. არ მივმართავთ „ოცნებას“ – მივმართავთ მხოლოდ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისზეც „ოცნება“ ჯერ კიდევ რეაგირებს და ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, ხართ თქვენ. ისიც ნათლად ვნახეთ, რომ დღევანდელი „ოცნება“ თავისიანსაც აღარ ინდობს. დღეს უკვე აღარ არის კითხვა, რა ხდება ქვეყანაში. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება!

კითხვა არის მხოლოდ ერთი – შევეგუებით თუ არა, რომ საქართველო იმავე სიაში დარჩეს, სადაც არიან და ბელარუსი. ქვეყნის ბედი ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს“,-განაცხადა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?