ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

გულწრფელად გეტყვით, რომ დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ჩემთვის მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშს ეხმაურება.

ნიკა გვარამიას განმარტებით, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა.

„აღნიშნული დასკვნა არის მომავალში ნებისმიერი საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს ნაწილი. ეს ნამდვილად ის არის, რასაც ვერავინ ვერ გადაწერს. ეს არ არის საქართველოში მიკერძოებით შექმნილი დოკუმენტი, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი. გულწრფელად გეტყვით, რომ დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ჩემთვის მოსალოდნელი იყო. „ქართული ოცნებისთვის“ ვითარება საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ქვეყნისთვისაც ეს არის დიდი სირცხვილი, რომ ჩვენ გყავს ხელისუფლება, რომელიც შევიდა ისტორიაში იმით, რომ სულ 17-ჯერ ჩატარებული გამოძიებიდან, ალბათ, სიმძიმით TOP5 დასკვნის სიაშია. ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზულად ფრთაგაშლილი, უმძიმესი დიქტატორული რეჟიმი, რომელიც ჩვენ უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვები იქნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა