თინა ბოკუჩავა: ტრუსკავეც მდინარაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების გარდა ყველაფერს იცავს უნდა გავაწბილო: ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ

“მას შემდეგ, რაც ნიკო სკოლაში და ლუკა & სანი ბაღში გავუშვი, ატყდა გაუთავებელი რეკვა – პოსტ ტვ, რ2, იმედი 🙂 (მადლობა რუს პროპაგანდისტებს, რომ ბავშვებთან დილის რუტინა მადროვეს). კითხვა – “გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიციიდან გადაგაყენეს”.
წარსულში, ამ პროპაგანდისტურ ბოდვას არ ვპასუხობდი, მაგრამ ახლა მინდა ორიოდ სიტყვით გამოვეხმაურო.
გასაგებია, რომ რუს-ქოცებს და პირადად ბიძინა ივანიშვილს ყელში ვეჩხირები. ცამეტი წელია ხან ტროლ-ბოტებს მიქსევენ ბინძური ტყუილებით, ხან ბავშვების უსაფრთხოებით მემუქრებიან, ხან ფიზიკურად თავს მესხმიან პაპუაშვილი და მისნაირი ველური მძორები. გარდა იმ საქმიანობისა, რასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო გუნდი პარტნიორებთან რეჟიმის მხილების და სანქცირების ნაწილში ეწევა, ოპოზიციის ალიანსში ჩვენი ძალისხმევა რეჟიმისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, საერთო ბრძოლის სტრატეგიით დავუპირისპირდეთ რეჟიმს.
ტრუსკავეც მდინარაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების გარდა ყველაფერს იცავს და სინამდვილეში, პროპაგანდისტების უსტაბაშია, ისევე როგორც მისი ბნელი პატრონი უნდა გავაწბილო: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგატებმა წარმომადგენლობითი ყრილობით, დემოკრატიული მანდატით ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მომინდეს და მე ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ.
ვიბრძვით გამარჯვებამდე! 🇬🇪🇪🇺” – დაწერა ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გამომძიებელი – როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს, შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული – ის სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა ღობე გადაანგრიეს