არქივი10 მარტი, 2026, 12:43
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის" წოდება მიანიჭა

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის" წოდება მიანიჭა - ამის შესახებ კობახიძის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც 9 მარტით თარიღდება
"სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონის 56 მუხლის, მე-7 მუხლის 21 პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი", - წერია ბრძანებაში.

არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.