სალომე სიმონია: ოცნების პარლამენტარების თითქმის ნახევარი (41) ბიზნესმენია. ისეთებიც არიან, რომლებიც 20 კომპანიას ფლობენ. 33 კი, მილიონერია

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ოცნების პარლამენტარების თითქმის ნახევარი (41) ბიზნესმენია. ისეთებიც არიან, რომლებიც 20 კომპანიას ფლობენ. 33 კი, მილიონერია.
■ დეპუტატების კომპანიებს მოგებული აქვთ თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის ტენდერები. ასევე, მიღებული აქვთ 7,7 მლნ. ლარის შესყიდვები.
■ ოცნების 14 მინისტრიდან 8 მათგანი პარალელურად ბიზნესით არის დაკავებული. მაგალითად, ერთ-ერთი იმდენად ტვინიანი ქალია, რომ 45,000 ლარიან ორ ჩანთას ფლობს.
■ ოცნების დეპუტატებმა დაახლოებით, 2,6 მილიონი შესწირეს ქ. ოცნებას. ჰყავთ ისეთებიც, რომლებიც ხან ნაცებს სწირავდნენ დიდ თანხებს და ხან – ოცნებას.
■ მათი ბელადი მთლად მილიარდერი ოლიგარქია, რომელსაც თავის თავზე აქვს მორგებული ქვეყანა და მისი საკანონმდებლო ორგანო.
შარშან ოფშორების კანონი მიაღებინა ქვეშემრდომებს, რომლის შედეგადაც ქვეყანაში 1,35 მილიარდი ლარის ხელოვნების ნიმუშები შემოიტანა. 242 მილიონის გადასახადი არ გადაიხადა.
რამდენი წლის წინ, ივანიშვილი ბიზნესმენებს ტუქსავდა: არჩევნებამდე 2 კვირა დარჩა. საკუთარ მეზობლებს, თანამშრომლებს და ახლობლებს მოუწოდეთ, რომ ხმა ოცნებას მისცენო. (ვიდეო იხ. კომენტარში)
ოცნების ბიზნესმენმა დეპუტატებმა დღეს ისეთი კანონი მიიღეს, რომელიც სხვა ბიზნესმენებს ხმის ამოღების უფლებას უკრძალავს. დარღვევა – ჯარიმით, გაუქმებით და ციხით ისჯება.