ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი: გალუსტაშვილის გადაწყვეტილებები სრულიად უაზროა

სალომე ზურაბიშვილი: გალუსტაშვილის გადაწყვეტილებები სრულიად უაზროა

გალუსტაშვილის გადაწყვეტილებები და განაჩენები გრძელდება, რომელიც სრულიად უაზროა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბშვილმა სინდისის 11 პატიმრის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით,  “ესენი [მოსამართლეებს] შევლენ ისტორიაში, როგორ ამ ქვეყნის მოღალატეები, დადგებიან ისტორიის წინაშე და სწორედ ისტორია განსჯის.“

აქ წყდება ბედი არა მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც აქ არიან უსამართლოდ ამდენი თვე, ციხეში სხედან და ელოდებიან იმას, რომ ბოლოს და ბოლოს სამართალი დადგეს. აქ არის 2 საქართველო რეალურად- ეს 11 რაინდი, მეტიც არიან რეალურად ვიცით, მაგრამ დღეს ამათზეა საუბარი, მეორე მხარეს კი - გვაქვს ჩვენ სამართალი ამ ქვეყანაში თუ არ გვაქვს. გალუსტაშვილის გადაწყვეტილებები და განაჩენები გრძელდება, რომელიც სრულიად უაზროა. ესენი შევლენ ისტორიაში, როგორ ამ ქვეყნის მოღალატეები, რეალურად, თუ იმედი უნდა გვქონდეს, რომ სააპელაციო გადაწყვეტს სხვანაირად. დადგებიან ისტორიის წინაშე და სწორედ ისტორია განსჯის ამათ. ჩვენ რასაც ვიტყვით, არ ვიტყვით, არაჩვეულებრივი დღეს იყო გამოსვლები ადვოკატების, მაგრამ ამას ნაკლებად აქვს დღეს მნიშვნელობა, ვიდრე იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებენ ესენი და დადგებიან ისტორიის წინაშე და ეს ყველამ უნდა იცოდეს”. - განაცხადა ზურაბიშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ,,დეკემბრის აქციების” დროს დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.