„ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი:
გადაცემები რომც შეინარჩუნონ და ხელფასებიც რომ გადაიხადონ რაღაც პერიოდი იმ დაანონსებული შავი სალაროდან, მთავარს ვერაფერს მოუხერხებენ: ამ სანქციებმა დადასტურა ის, რასაც წლებია ვამბობთ – რომ ეგ ორი ქართულენოვანი რუსული მედიაა. და რომ რუსი პროპაგანდისტები არიან. ამის მერე, სულ რომ მილიარდები მიაყაროს რომელიმე ანონიმურმა მეცენატმა ან ჩვენი სუვერენულ-დემოკრატიული რეჟიმის მიერ სახრით მირეკილმა “თავისუფალმა ბიზნესმა”, კაპიკი იქნება მათი სიტყვის ფასი. როგორც ჩრდილო კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე ნათქვამს არ აქვს ღირებულება, ისე აღარ ექნება ამათ ეთერებსაც, რადგან იმთავითვე სხვა საქმეზე არიან. ლეგიტიმაცია დაკარგეს, როგორც მედიამ. ესაა მთავარი და ამას აღარაფერი ეშველება, რასაც ვულოცავ კიდეც ყველა ქართველ პატრიოტს.




