საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდს თავს ჰაკერები დაესხნენ

საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდს თავს ჰაკერები დაესხნენ. საიტზე შესვლისას ჩნდება თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: “დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს”.
Cozy Bear რუსული ჰაკერული ჯგუფია, რომელიც ასოცირებულია ს ერთზე მეტ სადაზვერვო სააგენტოსთან.
ასევე, დილიდან არ მუშაობს ტელეკომპანია ფორმულას ვებგვერდიც.
25 იანვარს ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა მთავარი არხის ვებგვერდიც, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდა.
მასალა განახლებადია