ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

90 წლის ასაკში იტალიური კინოს ვარსკვლავი სანდრა მილო გარდაიცვალა

90 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი და მომღერალი სანდრა მილო გარდაიცვალა.
მილომ სამსახიობო კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო. პირველი წარმატება 1959 წელს, რობერტო როსელინის ფილმ Il generale Della Rovere შესრულებულმა როლმა მოუტანა. 1963 წელს შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი ფედერიკო ფელინის 8 1/2-ში. მოგვიანებით კიდევ ერთხელ ითამაშა მაესტროსთან სურათში ჯულიეტა და სულები. 2021 წელს უკანასკნელი კინოროლი შეასრულა ფილმში Il materiale emotivo.
1984 წელს მილომ გამოუშვა პირველი სიმღერა Come si fa/Il mondo è tutto una canzone. ცხოვრების ბოლომდე მან კიდევ რამდენიმე სინგლი გამოსცა.
თამაშობდა იტალიურ სერიალებში, ასევე იყო რამდენიმე სატელევიზიო შოუს წამყვანი.
ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მას 17-წლიანი რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ფედერიკო ფელინისთან.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.