ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსახიობი კარლ უეზერსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი კარლ უეზერსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
კარლ უეზერსი ფილმ როკიში განასახიერებდა აპოლო კრიდს.
“ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ კარლ უეზერსის გარდაცვალების შესახებ. ის მშვიდად გარდაიცვალა ძილში 2024 წლის 1-ელ თებერვალს. კარლი იყო განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც არაჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. კინოში, ტელევიზიაში, ხელოვნებასა და სპორტში შეტანილი წვლილით მან წარუშლელი კვალი დატოვა. ის იყო საყვარელი ძმა, მამა, ბაბუა, პარტნიორი და მეგობარი”, – ნათქვამია მსახიობის ოჯახის განცხადებაში.
კარლ უეზერსის ფილმოგრაფია მოიცავდა ისეთ ფილმებს როგორიცაა მანდალორელი, მტაცებელი, როკი და ა.შ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.