90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სანტო-დომინგოში ღამის კლუბის ნგრევის შედეგად

სულ მცირე 98 ადამიანი დაიღუპა დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო-დომინგოში ღამის კლუბის სახურავის მთლიანად ჩამონგრევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ტრაგედია 8 აპრილს, საღამოს მოხდა. სახურავის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მედიის ცნობით, სანტო-დომინგოს პოპულარულ კლუბ Jet Set-ში, სადაც ადგილობრივი ცნობილი შემსრულებლის, 69 წლის რუბი პერესის კონცერტი მიმდინაროებდა, სხვადასხვა მონაცემით, 500-1000 ადამიანი იმყოფებოდა. პერესის შვილის ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილი მამა გადარჩა.
ტრაგედიის ადგილზე მივიდა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლუის აბინადერი, რომელმაც მთავარ მიზნად დაასახელა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა მონტე-კრისტის პროვინციის გუბერნატორი ნელსი კრუზი.
ქვეყნის პრეზიდენტმა სანტო-დომინგოს კლუბში მომხდარი ტრაგედიის გამო სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
კარიბის ზღვის აუზის ქვეყანა, დომინიკის რესპუბლიკა ტურისტებში პოპულარული ადგილია. ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში 11 მილიონზე მეტი ტურისტი იმყოფებოდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“