120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა დომინიკელთა რესპუბლიკაში ღამის კლუბში სახურავის ჩამონგრევის შედეგად

სულ მცირე, 124 ადამიანი დაიღუპა დომინიკელთ რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში, ღამის კლუბ Jet Set-ში სახურავის ჩამონგრევის შედეგად. 33 ცხედარი ჯერ არ არის იდენტიფიცირებული. ამის შესახებ CNN-ი საგანგებო ოპერაციების სამსახურის დირექტორ ხუან მანუელ მენდესზე დაყრდნობით იუწყება.
სახურავი სამშაბათს ღამით ჩამოინგრა მომღერალ რობი პერესისა და მისი ორკესტრის გამოსვლის დროს. მომღერლის ცხედარი ოთხშაბათ დილით ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

კლუბში სულ მცირე 300 ადამიანი იყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 145 ადამიანი გადაარჩინეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევების ქვეშ. გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციები.

სახურავის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?