ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

9.5 მილიონი ლარი კოტე გოგელიას ოჯახის წევრების კომპანიებს – ,,მონიტორი”

34
სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის, კონსტანტინე გოგელიას, ოჯახის წევრები.
კონსტანტინე გოგელიას ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულმა თხუთმეტმა კომპანიამ სახელმწიფო პროგრამებიდან „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „დანერგე მომავალი“ 9.5 მილიონი ლარი (9,503,882 ლარი) მიიღო 2020-2025 წლებში.
დაფინანსებული თხუთმეტი კომპანიიდან ორი ეკუთვნის კონსტანტინე გოგელიას მეუღლეს, მაკა ასათიანს. ათ კომპანიაში წილს ფლობს კონსტანტინე გოგელიას დის შვილი, დავით ფოცხვერია.
ბიუჯეტიდან დაფინანსდა მაკა ასათიანის ვაჟის, კახი ჟორდანიას, სამი კომპანიაც. კახი ჟორდანიას ბიზნესპარტნიორი რუსულ კომპანიაში არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) მეთაურის პირველი მოადგილის, სერგეი ალექსეევის, შვილი.
კოტე გოგელიას ოჯახის წევრებმა ,,მონიტორის” გაგზავნილ შეკითხვებს არ უპასუხეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.