ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

9 აპრილის მემორიალთან, "ლელო - ძლიერი საქართველოს" ორგანიზებით გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილის მემორიალთან, "ლელო - ძლიერი საქართველოს" ორგანიზებით გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილის მემორიალთან, "ლელო - ძლიერი საქართველოს" ორგანიზებით გმირების ხსოვნის აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
კოალიციაში აცხადებენ, რომ 21 გმირის ფოტო, სანათებითა და ტიტებით, პარლამენტის წინ, იმ ადგილას გამოიფინა, სადაც 36 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობას, პროტესტის მონაწილეებმა სიცოცხლე შესწირეს.
“1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უმოწყალოდ დაარბია.
დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. ამის გარდა იყვნენ დაჭრილები და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი”, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.