ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

9 აპრილის მემორიალთან სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს

9 აპრილის მემორიალთან სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, სასულიერო პირებმა 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ამჟამად მოქალაქეები სიტყვით გამოდიან და 9 აპრილს იხსენებენ.
ამასთან, პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ზვიად გამსახურდიას სიტყვები, რომელიც მან 1991 წლის 9 აპრილს წარმოთქვა: „სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“. გარდა ამისა, პარლამენტთან გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან დღეს დილიდან შეიკრიბნენ. მათ მემორიალთან ე.წ. ცოცხალი კედელი აღმართეს და საჯარო მოხელეებს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ მემორიალთან მისულიყვნენ. ისინი სკანდირებდნენ: "რუსებო, მონებო, წადით!”. პარლამენტთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.