ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

85 წლის ქალი შვილის ცხედართან მარტოა – კიდევ ერთი ტრაგედია გურიაში

85 წლის ქალი შვილის ცხედართან მარტოა – კიდევ ერთი ტრაგედია გურიაში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში ქალი გარდაიცვალა, რომელიც სახლში 85 წლის დედას უვლიდა.
დიდთოვლობის გამო, მეზობლები გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მიცვალებულთან მარტოა, მისვლას ვერ ახერხებენ.
ქალის გარდაცვალების მიზეზი კი სავარაუდოდ დიაბეტი გახდა. ვარაუდობენ, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო ვერ მივიდა, ან უშუქობის გამო, ტელეფონი ვერ დატენა და დარეკვაც ვერ მოახერხა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია “გურიის მოამბე” ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.