ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ ერთ ექიმს ბრალი წარუდგინა

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ ერთ ექიმს ბრალი წარუდგინა

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ ერთ ექიმს ბრალი წარუდგინა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ექიმს ბრალი პროკურატურამ დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გაიოზ ჩარკვიანის ცნობით, პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სავარაუდოდ ხვალ მიმართავს.
ცნობისთვის, ეს მესამე ბრალდებულია ვახტანგ ჩარკვიანი გარდაცვალების საქმეში. რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსი ექთანი თეა ბეგიაშვილი წელიწადნახევრიანი სასჯელისგან უკვე გათავისუფლდა. კიდევ ერთი პირის, ქეთევან ცერცვაძის მიმართ კი საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.
გამოძიება კვლავ გრძელდება. დაზარალებული ოჯახი რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა თანამშრომლების დასჯასაც ითხოვს.
ვახტანგ ჩარკვიანი კორონავირუსზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის კლინიკაში შეყვანიდან ერთი თვის შემდეგ 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.