,,8 წლის ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა თვითმკვლეობას აპირებდა და შველა უცდია” – შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

ბოლნისში, დედის მიერ  მოკლული 8 წლის ბიჭის, ფარუხ ახმედოვის შესახებ  ახალ დეტალებს სამირა ბაირამოვა ასაჯაროებს:

,,ბოლნისში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის კიდევ ერთი შემზარავი დეტალი გახდა ცნობილი.
8 წლის ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა დიდი რაოდენობით წამლების მიღებით სიცოცხლის დასრულებას ცდილობდა. პატარა ცდილობდა მის გადარჩენას უყვიროდა, ბებიას ეძახდა: დედა თავს კლავსო. ამ მძიმე წუთებში დედამ, რომელიც, როგორც ჩანს, უმძიმეს ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარ ქმედებებს ვეღარ აკონტროლებდა, ბავშვს გულ-მკერდის არეში მაკრატლით დაარტყა, ალბათ იმიტომ რომ არავინ გაიგოს და დაასრულოს ცხოვრება.

წარმოუდგენელია ამ ტრაგედიის სიმძიმე. ალბათ, როცა ეს ქალი გონზე მოვა და გააცნობიერებს, რა ჩაიდინა, ამ ტვირთთან ცხოვრება თითქმის შეუძლებელი იქნება…

ეს 8 წლის ბიჭი ოჯახში უფროსი იყო. შემთხვევის ადგილზე კიდევ ორი პატარა და-ძმაც იმყოფებოდა…

მთელმა საქართველომ გაიგო ამ ტრაგედიის შესახებ. მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Bolnisi Municipality City Council ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall ოფიციალურ გვერდზე ამაზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა მხოლოდ ზეიმი და მილოცვებია.

სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ხდება. დღეს, როცა თითქოს ბავშვებზე ზრუნვა უნდა იყოს მთავარი თემა…

და მაინც, ეს სიჩუმე ძალიან ბევრს ამბობს.
სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბოლნისში მცხოვრები ბავშვების ტკივილი და რეალური მდგომარეობა უბრალოდ არავის ადარდებს…

ჩვენ ადრე უსაიდის დახმარებით მთელი რეგიონი ვიარეთ და 2 000 ზე მეტს ქალთან შევხდეთ და ახლა უკეთასად მესმის რომ რამდენი ქალი გადავარჩინეთ ქვემო ქართლის რეგიონში რომელიც ცხოვრებაი პირველად იურისტთან, სოც მუშაკთან, ფსიქოლოგთან და გინეკოლოგთან ჰქონდათ შეხება და ურთიერთობა“

მოკლული ბავშვის ფოტოს ,,მარნეული ნიუსი” ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში