ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პედაგოგები 3 წლის ბავშვს სხვების თანდასწრებით აშიშვლებენ და იატაკზე დაძინებას აიძულებენ – შემზარავი კადრები თბილისის ერთერთი ბაღიდან

7
ბავშვის მშობელი ბაღის აღმზრდელებს ძალადობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს – ედიტა დანელიანმა “პირველებს” მიაწოდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საბავშვო ბაღიდან, სადაც ჩანს, რომ პედაგოგები სამი წლის ბავშვს სხვების თანდასწრებით აშიშვლებენ და საძინებელი ოთახის ნაცვლად დაძინებას საერთო ოთახში, იატაკზე აიძულებენ.
კადრებში რასათანადო მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდი ჩანს. მასალის დაშიფვრით ასევე დგინდება, რომ პედაგოგები ბავშვებს ერთი თეფშიდანაც კვებავენ.
საუბარია მუხიანში მდებარე კერძო ბაღ “ბელმარზე” – მშობელი ამბობს, რომ 3 წლის ბავშვი იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესში და საჭიროებს რეაბილიტაციას.
საბავშვო ბაღში აცხადებენ, რომ პედაგოგები უკვე გაათავისუფლეს, რაც შეეხება მომხდარს, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან თანამ­შრომ­ლობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.