8 პოლიტიკოსის საქმე – “პირველების” ინფორმაციით, მოწმე-პოლიციელები სასამართლოზე გიორგი ქადაგიძესაც ასახელებენ (ვიდეო)

8 პოლიტიკოსის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორიგი პროცესი გაიმართება. არსებული ინფორმაციით, სხდომა მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.

“პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში მიყვანილი მოწმე-პოლიციელები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად გიორგი ქადაგიძის სახელსა და გვარსაც ასახელებენ.

უფლებადამცველების თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის შესახებ მოწმეები ანალოგიურ ჩვენებას აძლევენ სასამართლოს, რასაც ბრალდებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, რომ თითქოს “მათ დაინახეს ჟესტებითა და მიმიკით როგორ აძლევდა მითითებებს აქციის მონაწილეებს”.

ნიკა გვარამიას ადვოკატი, ქეთევან ჩომახაშვილი ამბობს, რომ მოწმეები სხვა პირებს გამოძიების ეტაპზეც ასახელებდნენ.