არქივი7 ივლისი, 2026, 19:19
ადვოკატი: კომიკურ პასაჟებს ვაწყდებით, გიორგი ვაშაძის ღიმილი აღმოჩნდა მტკიცებულება (ვიდეო)

გიორგი ვაშაძის ღიმილი მის წინააღმდეგ მტკიცებულება აღმოჩნდა - ეს ინფორმაცია გამოიტანა დახურული სასამართლო სხდომიდან ოპოზიციონერი ლიდერის ადვოკატმა.
ირკვევა, რომ დღეს პროცესზე გამოკითხულმა მოწმე პოლიციელმა, გაგა წოწკოლაურმა თქვა, რომ გიორგი ვაშაძე ძალადობას ახალისებდა, თუ რა იყო ამის მამტკიცებელი, მოწმემ თქვა, რომ "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი იღიმოდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.