არქივი28 ნოემბერი, 2023, 10:07
8 ბალიანი შტორმი | დატბორილია ახალი ბულვარი ბათუმში, კაფე -ბარები და სახლების პირველი სართულები
შავი ზღვის სანაპიროზე სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. შტორმმა, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და ანაკლიაში ინფრასტრუქტურა დააზიანა. ბათუმში სრულად დატბორილია ახალი ბულვარი და სამანქანო გზები. ქობულეთში დაიტბორა კაფე -ბარები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ძლიერმა ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია ავტომობილებიც. ცნობილია, რომ სტიქიის სიძლიერემ 8 ბალს მიაღწია. ზღვის სანაპირო ზოლზე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.