არქივი28 ნოემბერი, 2023, 08:28
ყველაზე ძლიერი შტორმი ბოლო 100 წლის განმავლობაში - რა ვითარებაა აჭარაში 8 ბალიანი შტორმის მეორე დღეს
ყველაზე ძლიერი შტორმი ბოლო 100 წლის განმავლობაში. შავ ზღვაზე ისევ 8 ბალიანი ქარიშხალია.
სტიქიამ დააზიანა ინფრასტრუქტურა ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და ანაკლიაში. დაზიანებულია საფეხმავლო ბილიკები, ქვაფენილი, სკამები და სეზონურად მომუშავე კაფე-ბარები. დატბორილია ქუჩები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც.
შტორმის შედეგად გამორიყულმა მასამ სანიაღვრე გასასვლელების პარალიზება გამოიწვია. შტორმის გამო ვერ ტარდება ინტენსიური სამუშაოები.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.