7 მაისს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში უშანგი ხუმას (ხუმარაშვილი) პერსონალური გამოფენა იხსნება

2026 წლის 7 მაისს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში უშანგი ხუმას (ხუმარაშვილი) პერსონალური გამოფენა იხსნება.
ამ ავტორის სახელი კარგადაა ცნობილი ქართული ფერწერით დაინტერესებული საზოგადოებისა და სპეციალისტებისათვის.
ახალი გამოფენა უშანგი ხუმარაშვილის რიგით მეთოთხმეტე პერსონალური გამოფენაა.
იგი 2023 წელს გარდაიცვალა.
უშანგი ხუმარაშვილი 1948 წელს დაიბადა დედოფლისწყაროში, კახეთში.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე,
თეატრის მხატვრობის განხრით სწავლობდა.
შემდეგ, 6 წელი თელავის დრამატულ თეატრის მხატვარი იყო.
1975 წლიდან რეგულარულად იფინებოდა საქართველოსა და უცხოეთში, მონაწილეობდა
საერთაშორისო პროექტებში, ვორქშოპებსა და ბიენალეებში.
მიუხედავად იმისა, რომ უშანგი ხუმა, როგორც ფერმწერი, 70-იან წლებში ჩამოყალიბდა,
მხატვრული ორიენტაციითა და მრწამსით, იგი ტიპიური 80-იანელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე – უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით – დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი