ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

7-კაცა | ქუთაისში შეკრება დაიწყო

7-კაცა | ქუთაისში შეკრება დაიწყო

საქართველოს 7-კაცა 15-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით ქუთაისში შეიკრიბა და მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიისთვის მზადებას შეუდგა.
17-იდან 21 თებერვლის ჩათვლის, ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები „აია არენაზე“ უკრაინის ნაკრებთან ერთად ივარჯიშებენ და ორმხრივ თამაშებსაც გამართავენ, რაც მორაგბეებს 7-კაცას რითმზე და სპეციფიკაზე გადასვლაში უნდა დაეხმაროს.
დასკვნითი შეკრების დასრულების შემდეგ მორაგბეები ორი დღე დაისვენებენ და 24 თებერვალს სამხრეთ აფრიკაში, ქეიფთაუნში გაემგზავრებიან, სადაც „ათლონ სთედიუმზე“ ჩელენჯერის სერიის პირველი ორი ეტაპი გაიმართება.
პირველი ეტაპი 1-2 მარტს ჩატარდება. კაცთა და ქალთა 12-12 გუნდი ოთხ სამგუნდიან ჯგუფში
გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის ორ-ორი თამაშის შემდეგ პირველადგილოსნები თასის ნახევარფინალში გავლენ, მეორე ადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილისთვის, ხოლო ბოლო ადგილოსნები მე-9-მე-12 ადგილებისთვის ითამაშებენ.
საქართველოს 7-კაცა ა ჯგუფში იაპონიასთან და გერმანიასთან მოხვდა. ტურნირს 1 მარტს 13:06 საათზე იაპონიასთან მატჩით გავხსნით, გერმანიას კი 16:27 საათზე ვეთამაშებით. ბ ჯგუფში ჩილე, ტონგა და პორტუგალია მოხვდნენ; გ ჯგუფში სამოა, უგანდა და ბრაზილია, ხოლო დ ჯგუფში ჰონკონგი, მადაგასკარი და კანადა. 2 მარტს ნახევარფინალები და ფინალები შედგება.
ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპი ქეიფთაუნში 7-8 მარტს გაიმართება და ჯგუფები პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შედგება. ორი ეტაპის ჯამში 8 საუკეთესო გუნდი აპრილში პოლონეთში, კრაკოვში მესამე ეტაპზე ითამაშებს.
7-კაცას გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიოს ჩელენჯერის სერიისთვის
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლუკა ალიბეგაშვილი, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი ნავროზაშვილი, გიორგი გამყრელიძე, დავით იმნაძე, გიორგი ჯობავა.
Rugby.ge

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.