არქივი20 თებერვალი, 2025, 12:06
არსებული ინფორმაციით, ქუთაისში დააკავეს ე.წ. მეტადონის პროგრამით მოსარგებლე პირი, რომელიც, სავარაუდოდ, მისთვის განკუთვნილ მეტადონის უკანონოდ გამოტანას და რეალიზებას ცდილობდა

ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია, ე.წ. მეტადონის პროგრამით მოსარგებლე ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, მისთვის განკუთვნილ მეტადონის უკანონოდ გამოტანას და რეალიზებას ცდილობდა.
მას ჩხრეკა ადგილზე ჩაუტარდა. დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, ან ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, ან გასაღება გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.