ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

69 წლის ასაკში მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა

69 წლის ასაკში ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.
სარალიძე 1980 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. სცენაზე შესრულებული აქვს როლები:ჯამბაზი ( როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის), ჭეიშვილი (საბრალდებო დასკვნა), პოლიციელი (სეჩუანელი კეთილი ადამიანი), მკვლელი (მაკბეტი), გელა (მერე რა რომ სველია სველი იასამანი), ქავთარ (ლამარა), შაქრო (კაცია ადამიანი), ჯარისკაცი (მეთორმეტე ღამე), მეათე მსაჯული (თორმეტი განრისხებული მამაკაცი).
შესრულებული აქვს ათობით კინოროლი, სახალხო ცნობადობა მოუტანა ფილმში სიყვარულის ყველას უნდა შესრულებულმა მეორეხარისხოვანმა როლმა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.