ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლეგენდარული კალათბურთელი, ჯერი ვესტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ლიგის (NBA) ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული გამთამაშებელი, ჯერი ვესტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯერი ვესტმა ლოს ანჯელეს ლეიკერსის შემადგენლობაში 14 სეზონი გაატარა და 1 ბეჭედი მოიგო, შემდეგ კი ამავე გუნდის გენერალური მენეჯერის რანგში NBA-ს ჩემპიონობა კიდევ ექვსჯერ იზეიმა. ამის შემდეგ კი ვესტი მრჩეველის როლში გოლდენ სტეიტ უორიორსსა და ლოს ანჯელეს კლიპერსში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ჯერი ვესტის სილუეტი NBA-მ ლიგის ცნობილი ლოგოს შექმნის დროს გამოიყენა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.