ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

63 წლის დემი მურის გამოჩენას დემნა გვასალიას კოლექციის ჩვენებაზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - "20 წელი გააქრო..."

63 წლის დემი მურის გამოჩენას დემნა გვასალიას კოლექციის ჩვენებაზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - "20 წელი გააქრო..."

დემნა გვასალიამ Gucci-სთვის სადებიუტო კოლექციის ჩვენება მოაწყო, რომელსაც სხვა ვარსკვლავებთან ერთად, 63 წლის დემი მურიც დაესწრო. მის ეფექტურ გამოჩენას, ახალი ვარცხნილობით, შავი ტყავის სამოსით, სათვალით და ჩიხუახუა პილაფით ხელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კომენტარებში სოცქსელის მომხმარებლები გაოცებას ვერ მალავენ: "20 წელი სად გააქრო?" "შოკში ვარ! ვარცხნილობამ როგორ გააახალგაზრდავა", "აი, ტრანსფორმაცია". ნახელავს უწონებენ დემის სტილისტს დიმიტრის ჯიანეტოსს, რომელმაც ვარსკვლავი ახლებურად წარმოაჩინა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.