შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთთან რა გვაკავშირებს, გარდა იმისა, რომ 100 წლის წინ აქ ბრიტანული ჯარი იდგა, რომელიც გავიდა და ამით ისარგებლა რუსეთის არმიამ და საქართველო მიიერთა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და „პოსტივის“ სანქცირებას „დიფ სთეითის“ შესახებ კონსპირაციით ეხმაურება. პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია არაფორმალური ჯგუფებისგან დისტანცირებას ცდილობს, ამიტომ ამ ძალებმა „გეოგრაფიული არეალი შეიცვალეს“ და ევროპაში გადმოინაცვლეს.
„დიდი ბრიტანეთი წინა წლებში მაინცდამაინც დიდად არ ინტერესდებოდა საქართველოს პოლიტიკით და საქართველოთი. ახლა რატომღაც, კვირა არ გადის, რომ ბრიტანეთის პარლამენტში განხილვები არ იყოს და თვე არ გადის, რომ სხვადასხვა მავნებლობა არ მოდიოდეს. უცებ აღმოჩნდა რატომღაც საქართველო ინტერესის არეალში. კარგი, ევროკავშირი გავიგეთ — კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამბობენ, რომ ამიტომ გვაქვს ინტერესი, მაგრამ ბრიტანეთთან რა გვაკავშირებს გარდა იმისა, რომ 100 წლის წინ აქ ბრიტანული ჯარი იდგა, რომელიც გავიდა და ამით ისარგებლა რუსეთის მე-11 არმიამ და საქართველო მიიერთა? სხვა რა კავშირი გვაქვს ასეთი, რომ განსაკუთრებული ინტერესის სფეროში ვართ, არ არსებობს“, — განაცხადა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია