“5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იცლებოდა სისხლისგან” – ღაზაში მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელი დაიღუპა

სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ ხან იუნისში, საომარ მოქმედებებს მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელი შეეწირა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოპერატორი სამერ აბუდაქა დაიღუპა. ოპერატორი სკოლასთან ახლოს მომხდარი აფეთქებისას დაიჭრა.
“ხან იუნისის დაბომბვისას, ისრაელმა დრონები გაუშვა სკოლის მიმართულებით, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს“, – იტყობინება Al Jazeera.
მედიის ცნობით, სამერ აბუდაქა 5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იცლებოდა სისხლისგან. Al Jazeera წერს, რომ, ამ დროის განმავლობაში, ისრაელის ძალები ხელს უშლიდა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, რომ სამერ აბუდაქამდე მიეღწიათ.
სამერ აბუდაქა მედიის 90-ე წარმომადგენელია, რომელიც 7 ოქტომბრიდან მიმდინარე ომს ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი