“ჰამასი” ყველა მძევლის ყველა პატიმარზე გაცვლას ითხოვს – ბოლო მონაცემებით, ღაზაში ჯერ კიდევ 137 მძევალი რჩება, ციხეებში კი 7000-მდე პალესტინელი იმყოფება

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ბრძოლა ღაზის სექტორის რამდენიმე რაიონში, მათ შორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისში გრძელდება. სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას სანაპიროსკენ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
ცახალის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მათ იერიში მიიტანეს “ჰამასის” 250-ზე მეტ სამიზნეზე. მოკლულია “ჰამასის” ერთ-ერთი მეთაური.
პარალელურად, ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელს აფრთხილებს, რომ არც ერთი ცოცხალი მძევალი არ დატოვებს ღაზის სექტორს, თუ პატიმრების გათავისუფლების შესახებ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. “ჰამასი” ყველა მძევლის ყველა პატიმარზე გაცვლას ითხოვს. ბოლო მონაცემებით, ღაზაში ჯერ კიდევ 137 მძევალი რჩება – აქედან 20 დაღუპულია, ისრაელის ციხეებში კი დაახლოებით 7 000 პალესტინელი იმყოფება.
ამავე დროს საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზაში არსებულ ვითარებას კატასტროფულად აფასებენ და ისრაელისგან ითხოვენ მეტი გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამავე მოწოდებით გამოდის ენტონი ბლინკენიც.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან