არქივი1 ივლისი, 2024, 20:22
5 თვეში გერმანიამ 7,48 მლრდ ევროს ღირებულების იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაიტანა ექსპორტზე
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 1-ელი იანვრიდან 18 ივნისამდე ქვეყნიდან 7,48 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი და სამხედრო ტექნიკა გავიდა ექსპორტზე.
ეს მაჩვენებელი 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით 30%-ით მეტია.
ექსპორტის დაახლოებით 65% ანუ $4,88 მლრდ ევრო უკრაინაზე მოდის.
ქვეყნები, რომლებმაც გერმანიისგან უკრაინის შემდეგ ყველაზე მეტი იარაღი იყიდეს, საუდის არაბეთი, სინგაპური, ინდოეთი და კატარი არიან.
გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა 2023 წელს საზღვარგარეთ დაახლოებით 12,2 მილიარდი ევროს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გაყიდვა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.