პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

5 დაღუპული და 38 დაშავებული - საქართველო-მოსკოვის რეისის ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა

5 დაღუპული და 38 დაშავებული - საქართველო-მოსკოვის რეისის ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა

საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი, ბოლო მონაცემებით, 38-მდე გაიზარდა. მათ შორის 10 ბავშვია.

შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, „კავკაზის“ საავტომობილო გზის მესამე კილომეტრზე მოხდა.

რუსეთის საგზაო პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, „Setra“-ს მარკის ავტობუსის მძღოლმა წინ მიმავალ „კამაზთან“ უსაფრთხო დისტანცია ვერ დაიცვა და სატვირთოს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 24 დაშავებულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით მათი რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, ავტობუსში სულ 43 ადამიანი იმყოფებოდა.

დაშავებულები პიატიგორსკის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ბავშვებიდან ოთხის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

შემთხვევის ადგილზე საგზაო პოლიცია და საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. ავარიის ზუსტი გარემოებები დგინდება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.