პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

5 გოლი ბოლო 4 მატჩში - კვარაცხელია ბომბარდირებში წინ მიიწევს

ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ ესპანეთთან წაგებულ მატჩში (1:3) უნაი სიმონის კარი დალაშქრა. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გაადაცემა გააკეთა.
ხვიჩას ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 28 შეხვედრაში 15 გოლია, ამ მაჩვენებლით ალექსანდრე იაშვილს დაეწია და მხოლოდ შოთა არველაძეს (26) და თემურ ქეცბიას (17) ჩამორჩება.
კვარაცხელიას ასაკისა და რაც მთავარია ოსტატობის გათვალისწინებით, ის მალე, ალბათ, რეკორდსმენი გახდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.