საქართველოსა და იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მიღმა – კვარაცხელია, ესპანეთთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო, ქვეყნის ეროვნულ გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში ვერ დაეხმარება

ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს. მიზეზი დაგროვილი ყვითელი ბარათებია, რომლებიც საქართველოს ნაკრების 7-იანმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო. ბოლო ორ მატჩში კვარაცხელია არბიტრმა 2-ჯერ გააფრთხილა, ჯამში, სამი ბარათი მოუგროვდა და ერთა ლიგის ნახევარფინალში დისკვალიფიკაცია შეეფარდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, კვარაცხელიასთან დაკავშირებით, განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ფეხბურთელი მხოლოდ ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.
სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაივლის, თუმცა იყო მეტის საშიშროებაც… დისკვალიფიკაციის ზღვარზე საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც იყვნენ.
დიდი დანაკლისის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების თითოეული გულშემატკივარი ოპტიმისტურად არის განწყობილი და გამარჯვების იმედს არ კარგავს.
ერთა ლიგის ნახევარფინალი 21 მარტს გაიმართება. ლუქსემბურგთან გამარჯვებისა და ფინალში გასვლის შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის ძლიერს დაუპირისპირდება.
გადამწყვეტი მატჩი 26 მარტს გაიმართება.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს