არქივი7 ოქტომბერი, 2025, 12:54
5 გარდაცვლილი და 14 დაშავებული – თურქეთში ავტობუსი თხრილში გადავარდა (ფოტო)

თურქეთში, მერსილის პროვინციის ერდემლის რაიონში ავტობუსი თხრილში გადავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტობუსს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მუშები გადაჰყავდა.
ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.