არქივი30 სექტემბერი 2025, 13:39
ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ორი ადამიანი

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ცოლ-ქმარია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.