ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

5 ადამიანი ჩაიკეტა ოთახში, მათ შორის ორი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და გადაწყვიტეს, რომ გამოეცხოთ რაღაც რეზოლუცია. გადაწყვიტეს, რომ რომელიღაც ოთახიდან მათ უკეთ იციან საქართველოს საჭიროებები

5 ადამიანი ჩაიკეტა ოთახში, მათ შორის ორი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და გადაწყვიტეს, რომ გამოეცხოთ რაღაც რეზოლუცია. გადაწყვიტეს, რომ რომელიღაც ოთახიდან მათ უკეთ იციან საქართველოს საჭიროებები
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებული, საქართველოს მიმართ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
„ამ ადამიანებისგან უკვე მერამდენედ ვხედავთ ბუზისგან სპილოს ჩვენებას. 5 ადამიანი ჩაიკეტა ოთახში, მათ შორის 2 თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თავიანთი EPP-ს პოლიტიკური ოჯახიდან და გადაწყვიტეს, რომ გამოეცხოთ რაღაც რეზოლუცია. გადაწყვიტეს ასევე, რომ სადღაც, რომელიღაც ოთახიდან მათ უკეთ იციან საქართველოს საჭიროებები, საქართველოში არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი ამტკიცებდნენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიმართ კრიტიკული შინაარსის არის. „ნაცმოძრაობის“ ტყუილი მალევე გამჟღავნდა.
„მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არც სხდომაზე გაჟღერებულა და არც ეუთოს ოფიციალურ გვერდებზე მოიძებნება!“, – წერს სოციალურ ქსელში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.