ევროკავშირის ელჩი – დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც, წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას

დეკემბერში, მომავალ თვეში, ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ ანგარიშს გაუზიარებენ წევრ სახელმწიფოებს და წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, შეეხება თუ არა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ელჩმა უპასუხა:
„ამ კითხვას საკმაოდ ხშირად მისვამენ და ვცდილობ, არ ვუპასუხო, რადგან უბრალოდ არ მინდა სპეკულირება.რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალი მექანიზმი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დეკემბერში, მომავალ თვეში, ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ ანგარიშს გაუზიარებენ წევრ სახელმწიფოებს და წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი სახელმწიფოები – ეს ნამდვილად ისეთი რამაა, რაზეც სპეკულირება არ მინდა“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები წინა ანგარიშთან დაკავშირებით და პასუხიც მიიღო, რომელიც, დამაკმაყოფილებელი არ არის.
„როგორც ყველამ ვიცით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები ვიზებთან დაკავშირებული ბოლო ანგარიშიდან რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ევროკომისიამ მიიღო პასუხი. როგორც მესმის, ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი. საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ამ პასუხის საფუძველზე, დეკემბერში გამოქვეყნდება ვიზების შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში. მას წევრ სახელმწიფოებს გაუზიარებენ და გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები მიიღებენ“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია