ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"4 ქალაქში ვიტალი სამხარაძის სოლო კონცერტი ქვეყანას 164 ათასი ლარი დაუჯდა, ის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ქოცის, დიმიტრი სამხარაძის მამაა"

"4 ქალაქში ვიტალი სამხარაძის სოლო კონცერტი ქვეყანას 164 ათასი ლარი დაუჯდა, ის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ქოცის, დიმიტრი სამხარაძის მამაა"

ხარაგაულში, ქუთაისში, წყალტუბოში გაიმართა და 26 სექტემბერს ჭიათურაში გაიმართება ჯაზ-მევიოლინე ვიტალი იმერელის სოლო კონცერტი, ამ ოთხ ქალაქში სოლო კონცერტი ქვეყანას 164 ათასი ლარი დაუჯდა, ერთი კონცერტი, საშუალოდ, 41 ათასი ლარი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

"ხარაგაულში, ქუთაისში, წყალტუბოში გაიმართა და 26 სექტემბერს ჭიათურაში გაიმართება ჯაზ-მევიოლინე ვიტალი იმერელის სოლო კონცერტი. ის და მისი აკომპანიატორი დადიან და უბერავენ ჯაზს ორ ხმაში.

მე არ ვიცი, წყალტუბოში, ხარაგაულში, ქუთაისში და ჭიათურაში რამდენი მოყვარული ჰყავს ჯაზს, განსაკუთრებით კი მის ძალიან სპეციფიურ სავიოლინო ფორმას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამ ოთხ ქალაქში სოლო კონცერტი ქვეყანას 164 ათასი ლარი დაუჯდა, ერთი კონცერტი, საშუალოდ, 41 ათასი ლარი.

უკეთ რომ მიხვდეთ, რატომ იღებს უცნობი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის შესაბამის ჰონორარს, გეტყვით, რომ სინამდვილეში ვიტალი იმერელი ვიტალი სამხარაძეა და ის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ქოცის, დიმიტრი სამხარაძის მამაა", - წერს ნიკა გვარამია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.