ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თემურ თათარაშვილმა აწყურში 190–კაციან დარბაზში იმღერა - მომღერლის ჰონორარისთვის ბიუჯეტიდან 10 000 ლარი გამოიყო

თემურ თათარაშვილმა აწყურში 190–კაციან დარბაზში იმღერა - მომღერლის ჰონორარისთვის ბიუჯეტიდან 10 000 ლარი გამოიყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის, აწყურის კულტურის სახლში თემურ თათარაშვილის კონცერტი 190 კაციან დარბაზში ჩატარდა. მომღერლის ჰონორარისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გამარტივებული შესყიდვით 10 000 ლარი გამოიყო. პროგრამის ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთი იყო - ინფორმაციას "სამხრეთის კარიპჭე" ავრცელებს. 

  • ცნობისთვის, მერიის ოფიციალურ გვერდს კონცერტის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ღონისძიებამდე ერთი დღით, ანონსი მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების „ფეიზბუკ“ გვერდზე განთავსდა. მეორე დღეს კი ფოტოები გამოაქვეყნეს.

მომღერალთან ხელშეკრულება მერიის ექსკლუზიური უფლებამოსილებით, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის სოფელ აწყურში, კულტურის სახლის დარბაზს რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.