ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს კიდევ ერთი ადამიანი, სახელის და გვარის ინიციალებით — გ.ქ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ატარებენ შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს თბილისში ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. სამართალდამცველები აგრძელებენ მოპოვებული მტკიცებულებების კომპლექსურ შესწავლას, რათა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს“, — აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ჯამში, დაკავებულია 46 ადამიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.