4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი, ნ.ს დააკავეს.
„სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიცემის მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ცოტა ხნით ადრე შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია 4 ადამიანის დაკავების შესახებ. 13 ადამიანი დააკავეს გუშინ, 6 ოქტომბერს. ამ დროისათვის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია 23 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)